13 მარტი, 2020

დაუჯერეთ ნუცა შანშიაშვილს

დაუჯერეთ ნუცა შანშიაშვილსმომღერალი ნუცა შანშიაშვილი ამერიკაში იმყოფება და იქიდან გვაძლევს რჩევებს, თუ როგორ დავიცვათ თავი კორონავირუსისგან:

“დიდი ამბავია ატეხილი ნიუ იორკში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში კორონავირუსთან დაკავშირებით, გადაიდო კონცერტები…

მინდა გიამბოთ, პირადად როგორ ვიცავ თავს და მგონია, რომ ეს არის ძალიან სასარგებლო ადამიანისთვის.
საიდან წარმოიქმნა კორონავირუსი?

მთელი სამყარო არის ბალანსზე – გაწონასწორებაზე აწყობილი. ადამიანის აზროვნებაში იმდენად ჭარბად გაჩნდა ეგო, ერთმანეთის ზიზღი, ბოროტება და შური, რომ სამყარო ამოვარდა ამ წონასწორობიდან…

კი ამბობენ, რომ ეს ბიოლოგიური ომია და სპეციალურად არის გაკეთებული, მაგრამ… რაც არ უნდა იყოს, უზენაესი ენერგიის გარეშე, ღმერთის თანხმობის გარეშე, არაფერი ხდება დედამიწაზე. რადგან დაეშვა ასეთი კატასტროფა, ე.ი. კაცობრიობა მივიდა იმ ზღვარზე, რომ დაფიქრდეს, როგორ მოიქცეს, როგორ იცხოვროს. ამ წონასწორობის დაბალანსებაა აუცილებელი, ამიტომაც იფეთქა კორონავირუსმა. სანამ ადამიანი არ გამოსწორდება… კორონა დასაწყისია…

ამბობენ, სასმელი იცავს კორონავირუსისგანო – არავითარ შემთხვევაში ლოთობა ვირუსების დროს არ შეიძლება. როცა ადამიანი არის მთვრალი, ის ვარდება თავისი წონასწორობიდან და კარგავს იმუნიტეტს და კორონა კი არა, ყველაფერი მოერევა.

ამ პერიოდში ლოთობა არ შეიძლება, მაგრამ გახსოვთ მედიცინის სიმბოლო რომ არის – ჭიქა და მასზე გველი შემოხვეული. მთელ მსოფლიოში ყველა წამალი აგებულია პატარა დოზის შხამით, მაგრამ ეს შხამი არის გრამი.
იგივე ალკოჰოლი ძალიან ცოტა დოზით არის დამცავი – როგორც მე ვიქცევი დილით – ყავა რძით და 25 გრამი კონიაკი, ეს არის არაჩვეულებრივი. კაცებს შეუძლიათ 50 გრამი ჭაჭა ან კონიაკი მიიღონ, მეტი არა. ვისაც მაღალი წნევა აქვს და ყავას ვერ სვამს, ჩაისთან შეუძლია 25 გრამი ალკოჰოლი მიიღოს ქუჩაში გასვლამდე. ასევე ამოისვით კამელინის მალამო ცხვირში, რომ დაცული იყოს თქვენი სასუნთქი არხები…

მოკლედ, 25 გრამი კონიაკი, კამელინი ცხვირში და კორონა ქე რომ შეგხვდებათ, შეგხედავთ და იფიქრებს, უიმე, ამასთან ბრძოლის თავი სადა მაქვს, წადი, ძმაო, გამანებე თავიო…

ნახეთ რა ხდება – პატარა ბავშვებს ეს ვირუსი არ ებრძვის, იმიტომ რომ პატარა ბავშვები არიან ენერგიულები. ამიტომ ჩვენთვის ამ შემთხვევაში კარგია ვარჯიში. არ არის აუცილებელი სავარჯიშო დარბაზში წასვლა, ყოველ დილით სახლში რომ ივარჯიშოთ, ეს იქნება თქვენთვის პლუსი და სარგებელი.

სისუფთავე, რა თქმა უნდა, აუცილებელია და ბოლოს გენიალური ამბავი – ვიღაცის სიმღერაში მოვისმინე და გადავაკეთე ეს ფრაზა, იმიტომ რომ არის ფანტასტიური, ქართული და ჯიგრული: “ცაში გალობს ტოროლა, ჩემ ყლეი მამჭამს კორონა!”