15 მარტი, 2020

დათა თავაძე: “ძალიან, ძალიან ვთხოვ მაყურებლებს”

დათა თავაძე ბერლინის გორკის თეატრში პრემიერითრეჟისორი და მსახიობი დათა თავაძე თხოვნით იმ მაყურებლებს მიმართავს, ვისაც უკვე შეძენილი აქვს ბილეთები და მათ დაბრუნებას აპირებს:

“ძალიან, ძალიან, ძალიან ვთხოვ მაყურებლებს, თუ შეუძლიათ, არ დააბრუნონ შეძენილი ბილეთები, რითიც არნახულ დახმარებას გაუწევენ მათ, ვისი ანაზღაურებაც “გამოსვლებზეა” დამოკიდებული. უბრალოდ, ვიცოდეთ ეს.”

დათა მოუწოდებს კულტურის სამინისტროს დაუყოვნებლივ გამონახოს დახმარება დამოუკიდებელი სახელოვნებო ინსტიტუციებისა და ხელოვანებისთვის:

“1 აპრილს ერთი თვე შესრულდება, რაც თეატრებში მომუშავე მოწვეული მსახიობები და სხვა ხელოვანები [ე.წ. “ფრილანსერობით” რომ გააქვთ თავი] მომავალ თვეს ელიან, როგორც ჯოჯოხეთს და დიდად არავის ანაღვლებს ეს ამბავი, როგორც ვხედავ. ბოდიშს ვიხდი, თეატრზე რომ გავამახვილე ყურადღება – ყველას ეხება ეს.

არა მგონია “კულტურის სამინისტროს” [თუ რაც ჰქვია!] ამაზე მნიშვნელოვანი საქმე, ან ხარჯი ჰქონდეს ამ ეტაპზე… იქამდე გავიმეორებ ამას, სანამ ყველა არ დაიწყებს ამის გამეორებას და ცხრათავიან “ყველაფრის სამინისტროს” საფლავების რემონტების, იუბილეებისა და ცნობილი მამებისთვის ძეგლების დადგმის გარდა კიდევ რაღაცეებს არ მოთხოვენ:

სავალდებულოა, რომ მოინახოს დახმარება, დამოუკიდებელი სახელოვნებო ინსტიტუციებისა და ხელოვანებისთვის, თანაც სასწრაფოდ!

…უნდა მოვითხოვოთ მექანიზმის შემუშავება, რომ მართლა რამე აზრი გქონდეს ამ “კულტურის სამინისტროს” არსებობას ამ გაჭირებულ ქვეყანაში! რო დაეტყოს რამეს, რომ გვაქვს კულტურის სამინისტრო და გვყავს მინისტრი, რომელსაც აქვს პოლიტიკური პასუხისმგებლობა… ეს ფრილანსერებიც იხდიან გადასახადებს… და დემოკრატიულობაზე თუ გვაქვს პრეტენზია, უნდა დავუტოვოთ ხალხს არჩევანი, უნდათ რომელიმე სახელმწიფო ინსტიტუციასთან ანგაჟირება, თუ დამოუკიდებლად მუშაობა ურჩევნიათ…

არ უნდა იყოს ეს შეუძლებელი…”