27 მარტი, 2020

ავტობუსის რიგში გარდაცვლილი ელისაბედ ჩერქეზიშვილი

ავტობუსის რიგში გარდაცვლილი ელისაბედ ჩერქეზიშვილიქართველი მსახიობი ელისაბედ ჩერქეზიშვილი ავტობუსის რიგში გარდაიცვალა. ხელოვანი, რომლის სამსახიობო ნიჭით აღფრთოვანებული იყვნენ ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, გალაკტიონ ტაბიძე, ივანე მაჩაბელი და სხვები, ბოლნისში “ხანუმას” სათამაშოდ მიემგზავრებოდა. ბილეთის რიგში მდგომს მოულოდნელად გული შეუწუხდა, ადგილზე ჩაიკეცა და გარდაიცვალა.

ამ სამწუხარო ფაქტს გალაკტიონ ტაბიძე იხსენებდა:

“გარდაიცვალა ელისაბედ ჩერქეზიშვილი. ვერის ხიდთან, სადაც დარიალისკენ მიმავალი ავტობუსების ბილეთებსა ჰყიდიან, ისიც იდგა თურმე რიგში, ბოლნისში გასამგზავრებლად. იქ წარმოდგენაზე იყო მიწვეული “ხანუმა” უნდა ეთამაშნა. ბოლნისიდან კვერცხები უნდა ჩამოვუტანო ჩემს შვილსო… უეცრად გული შეუწუხდა, ჩაიკეცა და გათავდა კიდეც…

წავიდა ამ სანაპიროდან იმ სანაპიროში ელისაბედ ჩერქეზიშვილი.”