10 მარტი, 2020

არაჩვეულებრივი საჩუქარი ლიზა ბათიაშვილისგან

არაჩვეულებრივი საჩუქარი ლიზა ბათიაშვილისგანმევიოლინე ლიზა ბათიაშვილი თავის ერთგულ მსმენელებს საჩუქრებით ყოველთვის ანებივრებს.

მუსიკოსმა ახალი ალბომი “City Lights” ჩაწერა, რომლის გამოსვლაც არც მეტი, არც ნაკლები “დოიჩე გრამაფონმა” დააანონსა.

პირველი კომპოზიციის მოსმენა ვებ-სივრცეში მელომანებს პარასკევს შეეძლებათ. პირველი ნაწარმოები ახალი ალბომიდან უკვდავი ჩარლი ჩაპლინის მუსიკა იქნება.