15 მარტი, 2020

ანიტა რაჭველიშვილი საქართველოში ვერ ბრუნდება

ანიტა რაჭველიშვილი: "თავმოყვარეობა ვიქონიოთ, ქართველებო!"ოპერის მომღერალი ანიტა რაჭველიშვილი საქართველოში ვერ ბრუნდება. იგი გერმანიაში იმყოფება და რამდენიმე დღეა სამშობლოში გამოფრენას ცდილობს:

“უკვე მერამდენე დღეა სახლში დაბრუნებას ვცდილობთ! აბსოლუტური ქაოსია ევროპის ავიახაზებში. ყველა აუქმებს ახსნა-განმარტების გარეშე და ტელეფონზეც არ პასუხობენ არსად! ხვალინდელ დღეზე სამი სხვადასხვა ფრენა მაქვს აღებული იმ იმედით, რომ ერთი მაინც დაგვაბრუნებს სახლში!

ჯანმრთელები ვართ და ჩემს საქართველოში მინდა!”