ანა ყიფიანი: “გონს მოეგეთ!”

ანა ყიფიანი: "გონს მოეგეთ!"პიანისტი ანა ყიფიანი საქართველოში საფრანგეთიდან დაბრუნდა. თავს გადამხდარ ისტორიას ანა ფართო საზოგადოებას უზიარებს:

“მიკროავტობუსით გადავყავართ კარანტინში… პატრული და ესკორტი მიგვაცილებს.

ფანჯრიდან მიბერავდა, თითქოს დახურული იყო, მაგრამ არაგერმეტიულად და მძღოლს ვთხოვე დამხმარებოდა…

ბოდიშიო დისკომფორტისთვისო, თქვენამდე ვინც გადავგვყავდა კარანტინშიო წიხლები ურტყესო (ფეხები არა) და ლეწავდნენ ფანჯრებსო, გაქცევა უნდოდათო… როგორც კაცები, ასევე ქალებიო.
ეხლა არ მიკვირს პატიმრებივით რატომ ვმგზავრობთ.

ჩვენ მძღოლს მგონი ის უფრო გაუკვირდა, რომ ჩვენ არ დავლეწეთ არაფერი.

ცოტა გონს მოეგეთ, მერე გვიანი იქნება.”