11 თებერვალი, 2020

ვაჟა-ფშაველას ანდერძი

"რა მარგო, ნეტავ, შობამა, ჩემთვინ რა მოუტანია?" - ვაჟა ფშაველავაჟა-ფშაველას ანდერძი მოკლეა, მაგრამ მასში ყველაფერია ნათქვამი, რაც მამების თაობამ შვილების თაობას გულწრფელად უნდა უთხრას:

ანდერძი

“ნუ გასჯავრდებით, შვილებო,
და ნუ დაგვიწყებთ გმობასა,
რომ ბევრი საქმე დაგიგდეთ
გასაკეთებლად მოდგმასა.

ჩვენი დრო იყო გრძნობისა,
ჩვენაც ვგლოვობდით, ვტიროდით.
რომ სნეულს წამალიც უნდა,
იმას ვეღარა ვფიქრობდით.

დრო იყო შეუსაბამო,
გარემოება ვერანი,
ამაოდ დაგვრჩა მამებსა
ფიქრი და გულის ძგერანი.

ეგებ თქვენ დაიჯილავოთ
ბარათაშვილის მერანი!
მინდოდა მკვდარსა გამეგო
ქართველთა ბედისწერანი,

რად უნდა დარჩეს ტიალად
ცრემლით მორწყული მღერანი?!
მინდოდა, ჩამოგვძახებდით
საფლავში ერთად ყველანი:

„შვილთ აგისრულეთ ნანატრი,
აწ განისვენეთ ტკბილადა,
ჩვენაცა დავიწერენით
ქართველ მამულიშვილადა.”