7 თებერვალი, 2020

ცხოვრების გაკვეთილი ასტრიდ ლინდგრენისგან

ცხოვრების გაკვეთილი ასტრიდ ლინდგრენისგანმიუხედავად იმისა, რომ ასტრიდ ლინდგრენი საბავშვო მწერალია, მისი შემოქმედებიდან დიდ სიბრძნეს უფროსებიც აიღებენ.

“არტ ინფო” გთავაზობთ პატარა ნაწყვეტს მწერლის შემოქმედებიდან, რომელიც ცხოვრების გაკვეთილად გამოგვადგება:

„მე მინახავს კარგი ადამიანები კარგ ოჯახებში როგორ კამათობდნენ იმაზე, თუ ვის უნდა დაედგა ჩაიდანი.

ჩვენთან კი პირიქით, ყველას თვითონ უნდოდა გაეკეთებინა ყველა საქმე.

როცა შენი ცხოვრების თანამგზავრს უნდა მეტი აიღოს თავისთავზე, მაშინ შენც გინდება იტვირთო უფრო მეტი… აქ საინტერესოა მექანიზმი. მე ამას დავუკვირდი. რაც უფრო ცოტას იღებს თავისთავზე შენი გვერდით მდგომი, მით უფრო ცოტას ტვირთულობ შენც.

და პირიქით…

ჩვენი მშობლები ხელიდან აცლიდნენ ერთმანეთს ოჯახურ საქმეებს, უსიამოვნო და მძიმე დავალებებს – ყველას უნდოდა გაეკეთებინა სხვის მაგივრად…

და აი ჩვენ ასეთი საოცარი და დიდებული სიყვარულის ჩრდილქვეშ გავიზარდეთ…

კითხვა: – მერე?
პასუხი: – მერე, გარდაიცვალა დედა.
კითხვა: – მამა?
პასუხი: – მამა ცოცხალია.
კითხვა: – და როგორ გადაიტანა ასეთი საშინელი დარტყმა?
პასუხი: – რას ამბობთ, ის ყოველდღე ადიდებს ღმერთს, თვითონ რომ ერგო განშორების ტკივილი და არა მას…”