20 თებერვალი, 2020

შოთა რუსთაველის ბიუსტი ისრაელში

შოთა რუსთაველის ბიუსტი ისრაელში“ვეფხისტყაოსნის” ავტორის შოთა რუსთაველის ბიუსტი ისრაელის ქალაქ კირიათ ბიალიკშიც დაიდგმება. ბიუსტი და სრული დოკუმენტაცია უკვე ისრაელშია.

შოთა რუსთაველის ბიუსტის ავტორი მერაბ კვიცარიძეა:

“რუსთაველის ბიუსტი და სრული დოკუმენტაცია ისრაელში ჩავიდა!

მიხარია დღევანდელი დღე და ის, რომ შოთა რუსთაველის ბიუსტი წმინდა მიწაზეა საიმედო ხელში და ავტოქარხნის მაჟორიტარულ ოლქში ჩემს მიერ დადგმული ბიუსტის ანალოგი, უკვე ისრაელის ქალაქ კირიათ ბიალიკშიც დაიდგმება!

დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩაერთო ამ დიადი იდეის განხორციელებაში!”