14 თებერვალი, 2020

სერგო ზაქარიაძის და სოფი ლორენის ისტორია

სერგო ზაქარიაძის და სოფი ლორენის ისტორიაქართველი მსახიობის სერგო ზაქარიაძის და ულამაზესი იტალიელი მსახიობის სოფი ლორენის შეხვედრა 1965 წელს შედგა.

რუსეთის დედაქალაქი მოსკოვი მეხუთე საერთაშორისო კინოფესტივალს მასპინძლობდა, სადაც მიწვეულ სტუმართა შორის ულამაზესი მსახიობიც აღმოჩნდა.

სწორედ ამ კინოფესტივალზე გაიცნეს სერგო ზაქარიაძემ და სოფი ლორენმა ერთმანეთი. მათ სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს, ისაუბრეს და ივახშმეს კიდეც.

სერგო ზაქარიაძეს უკვე ნათამაშევი ჰქონდა რეზო ჩხეიძის ფილმში “ჯარისკაცია მამა”, სოფი ლორენს კი – ვიტორის დე სიკას ფილმში “ჩოჩარა”.

ქართველ მსახიობს ამ შეხვედრაზე საუბარი მაინცდამაინც არ უყვარდა. სოფი ლორენის სილამაზეზე საუბრის დროს კი აღნიშნავდა, სილამაზე არც ქართველ ქალებს აკლიათო.