2 თებერვალი, 2020

საზეპირო მარი ნაკანისგან

საზეპირო მარი ნაკანისგანფოტოხელოვანი მარი ნაკანი დარწმუნებულია, რომ სამყარო ზუსტად ისე რეაგირებს ჩვენზე, როგორც ჩვენ გამოვხატავთ თავს მის წინაშე:

“სამყარო ზუსტად ისე რეაგირებს ჩვენზე, როგორც ჩვენ გამოვხატავთ მის წინაშე თავს.

ვიქნებით წყნარად – გვექნება მშვიდი ცხოვრება.
ვიქნებით აგრესიულები – ყველაფერი ცუდი ჩვენ დაგვემართება.
ვიზარმაცებთ – არაფერი არ შეიცვლება ჩვენს ცხოვრებაში.
ვიმოქმედებთ – იქნება შედეგი.
დავიწყებთ ვარჯიშს – დაგვეტყობა კუნთები, სიგამხდრე, სიძლიერე.
დავიწყებთ კითხვას – გავხდებით უფრო საინტერესოები.
ვიჭორავებთ სხვაზე – იჭორავებენ ჩვენზე.
გვეყვარება ადამიანები – ვეყვარებით ჩვენც.
გავკიცხავთ ვიღაცის საქციელს – ზუსტად იგივე განსაცდელში ჩავარდებით.

ყველაფერი დაგიბრუნდებათ.
დავთესავთ – მოვიმკით.
შევქმნით – ვისიამოვნებთ.
ხანდახან ისეთი მარტივია ეს ცხოვრება მართლა როგორც 2*2=4
ნუ გავართულებთ.
ვიცხოვროთ მარტივად.
დავთესოთ სიყვარული.
გავაზიაროთ სიმშვიდე,
ვისწავლოთ ერთმანეთის მოსმენა, ერთმანეთის პატივისცემა და ნდობა.
რაც მეტი ვიქნებით, უფრო გაადვილდება ცხოვრება.”