სამარცხვინო ფაქტი გიორგი შენგელაიას დაკრძალვაზე

რუსუდან გლურჯიძე ამერიკულ ფილმშირეჟისორი გიორგი შენგელაია უკანასკნელ გზაზე გააცილეს და დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს.

რეჟისორი რუსუდან გლურჯიძე უფროსი კოლეგის დაკრძალვაზე მომხდარ სამარცხვინო ფაქტზე გულისტკივილით საუბრობს:

“ეს არის ჩვენი საზოგადოების, ერის ტრაგედია!

დღეს, როდესაც საქართველო ბუმბერაზ ხელოვანს – გიორგი შენგელაიას ეთხოვებოდა, ჩვენი ენერგიული, მამაცი, ჟურნალისტები სახლის ირგვლივ გიენებივით ჩასაფრებულები, ხმამაღალი ყიყინით ჯეგავდნენ სამძიმარზე მისულ ხალხს, რათა პოლიტიკოსებისგან ვანო მერაბიშვილზე კომენტარი ჩაეწერათ…

ძალიან მრცხვენია, რომ ეს ხალხი ჩემი საზოგადოების ნაწილია.

დეგრადაციის სუნი მცემს და საშველი არ ჩანს!”