22 თებერვალი, 2020

სახალხო არტისტების შეურაცხყოფა ბათუმში

სახალხო არტისტების შეურაცხყოფა ბათუმშისაქართველოს სახალხო არტისტებს და საზოგადო მოღვაწეებს, რომლებიც ბათუმში ცხოვრობდნენ და მოღვაწეობდნენ შეურაცხყოფა მიაყენეს.

კედელზე, სადაც მათი მემორიალური დაფებია გამოკრული “მაკშაურმას” უზარმაზარი სარეკლამო ბანერი გააკრეს.

ბესო ზანგური, მსახიობი:

“ბათუმის მერია – რა არის ეს და რას ხედავს ჩემი თვალები, ბატონებო? მე ვხედავ დამსახურებულ ადამიანებს, რომელთა ხსოვნასაც საშაურმე მიართვით. რა არის ეს და რას ნიშნავს ეს წრეგადასული აფიშირება ზნედაცემულობის?

არ გრცხვენიათ თბილისელი კაცი რომ თქვენს კოლორიტებზე ვზრუნავ? სადაა კოსტას ბათუმი? სად დაკარგეთ სახე და სადაა ქათქათა პატარა კოხტა ინტელექტუალური ბათუმი ბერეგით და ინტურისტით? რას გავხართ იცით შორიდან? აი, მაკ შაურმას! ეგაა სახე თქვენი.”