4 თებერვალი, 2020

რამაზ პატარიძის უმნიშვნელოვანესი განცხადება ქართულ დამწერლობაზე

რამაზ პატარიძის უმნიშვნელოვანესი განცხადება ქართულ დამწერლობაზედამწერლობათმცოდნე, ანბანთმცოდნეობის ქურუმი რამაზ პატარიძე ამტკიცებს, რომ ქართული ანბანი მზის უძრავი წელიწადის კალენდარია.

რამაზ პატარიძე, დამწერლობათმცოდნე:

„ქართული დამწერლობის კვლევა დასრულებულია. საქართველოში ამ დარგის ფუძემდებლის, დიდი ივანე ჯავახიშვილის მოსაზრებები ქართული ანბანური დამწერლობის წარმომავლობისა და მისი შექმნის თარიღის შესახებ არქეოლოგიურმა გათხრებმა და ხანგრძილვმა მეცნიერულმა კვლევებმა დაადასტურეს – ქართული ანბანი ძველი წელთაღრიცხვის VI-V საუკუნეებშია შექმნილი…“

მარინე ცინცაბაძე:

“2016 წლის ჩანაწერია და ახლა 2020 წელია – ფიქრადაც არ აწუხებს ელიტარულ მეცნიერებას ამ საკითხის გაშლა, როდესაც უკვე არსებობს წინაპირობები: პირველადი ენის ქართველურის შესახებ, მსოფლიოს 6 უძველეს (ნოსტრატულ) ენებს შორის ქართველურის დასახელება, არსებობს გენეტიკური ჰაპლოჯგუფების თარიღები, ენობრივი გეოგრაფიული არეალის შესახებ.
ქართველურ სამყაროში დაბადებული უძველესი სვანური ენის 4 დიალექტისა და კულტურული კონტექსტის სისტემური ანალიზი: კრეტის წარწერების, გრაკლიანი გორის, ფინიკიელების, ბერძნების ადგილის გარკვევა, ასევე ასტრონომიული, არქეოლოგიური – მართალს ბრძანებს რამაზ პატარიძე – ჯგუფია აუცილებელი. საგანძურია ჩვენში და არ იქნა მისი ამოძრავება.”