14 თებერვალი, 2020

ყველაზე ორიგინალური ისტორია ვალენტინობაზე

ყველაზე ორიგინალური ისტორია ვალენტინობაზე14 თებერვალს შეყვარებულები ვალენტინობას აღინიშნავენ. ამ დღესთან დაკავშირებით რამდენიმე ვერსია არსებობს, თუმცა გიგი გილიგაშვილის ისტორია კახური აქცენტებით ყველაზე ორიგინალურია:

“1963 წელს, როდესაც ვალენტინა ტერეშკოვამ, “ვოსტოკ-6”-ით 47-ე წრე დაარტყა დედამიწას, ძალიან შაღონდა თურმე ორბიტაზე მოდარაჯე-მესაზღვრე უცხო პლანეტელი.

– ვინ არი, რა მოტყ***ნა ტვინი ამ ჩემის 18-იანმაო, – გაიფიქრა და 48-ე წრეზე რო წავიდა ვალენტინა, შაახტა რაკეტაჲ. ილუმინატორში რომ შეუხედავს და საბჭოთა სილამაზე დაუნახავს, უმალ მონუსხულა უცხო პლანეტელი. კინაღამ “ზამეკანია” მიუცია ტვინსა. ვერ დათმო თურმე და ჩამოყვა მოსკოვამდე…

როგორც კი დამჯდარა რაკეტა ეს სხვა გალაქტიკელი მისულა და უთქვამს:

– მე ის ვარ, ორბიტაზე რო ვიდექ და შენ კიდე წრეებ რო ურტყამდი დედამიწაჲ, შემიყვარდი და აქამდის მოგყევიო.
გაგიჟებულა კოსმონავტი:

– ეს იქიდან აქამდე მამყვა და ამაზე ერთგულ კაცს სად ვიშოვი მეო…

შეჰფიცეს ერთმანეთს ერთგულება და ვალენტინამ შინ წაიყვანა ოჯახის გასაცნობად. გადარეულა მამამისი:

– მე ანტენიან სიძეს ოჯახში ვერ შემოვუშვებო!

– ანტენიანი ვარ თელაველი ხო არა, გამატანე შენი ქალიო, – ევედრებოდა თურმე სასიძო.

მაგრამ ააგდო სასიმამრომ ქვა და შეუშვირა თავი.

გაბრაზებულა ვალენტინა, მოუკიდია ხელი სატრფოსთვის და სახლიდან შორს გადახვეწილან. ღამის გათენებას მდინარის პირას აპირებდნენ თურმე. სიცივეზე უცხოპლანეტელს ელემენტები უჯდებოდა. ამ ბედკრულ ქალს უფიქრია 100 გრამ არაყ ჩავარტყმეინებ და შეთბებაო. გლიჯა სამქრომ სტო გრამი და გაუშვა ბოლი. ეტყობა სადღაც ჯიგარში “დააკაროტკა”.

დაქვრივებულ კოსმონავტს მოუხსნია ანტენები სატრფოსთვის და “შტეფცელში” შეუყვია. უმალ განუტევა თურმე სული.

ეს ამბავი 14 თებერვალს მომხდარა და მას აქეთ ამ დღეს ვალენტინობა ეწოდება. გილოცავთ ყველას!”