23 თებერვალი, 2020

ოქროს სიტყვები ოთარ ჭილაძისგან

ოქროს სიტყვები ოთარ ჭილაძისგანოთარ ჭილაძის შემოქმედება უდიდესი საგანძურია ქართული კულტურისთვის. მისი პროზა თუ პოეზია ყოველთვის უსწრებს დროს და დაუსრულებლად აქტუალურია.

თავისუფლებისთვის მებრძოლ ქართველებს კი შემოქმედმა ოქროს სიტყვები დაგვიტოვა:

“ჩვენ თუ მართლა თავისუფლებას ვესწრაფვით, ანუ, თუ მართლა თავისუფლებისთვის ვიბრძვით, ჩვენ შორის ნებისმიერი დაპირისპირება – სოციალური იქნება ის თუ ინტელექტუალური – დაუშვებელია.

ჩვენ ყველანი ერთად და ერთნაირად უნდა გავთავისუფლდეთ: ურწმუნონიც და მორწმუნენიც, უვიცნიც და მცოდნენიც, უცოდველნიც და ცოდვილნიც, უპოვარნიც და მდიდრებიც, უნიჭონიც და ნიჭიერნიც, პატრონიანიც და უპატრონონიც.

არც ერთი ხალხი მარტო მორწმუნე, ან მარტო მდიდარი ადამიანებისაგან არ შედგება, სადაც ალხანაა, იქ ჩალხანაცაა. რასაკვირველია, თუკი ხალხი ვართ და არა ტომი, ეთნიკური ჯგუფი, ანდა კიდევ უარესი, რელიგიური სექტა.

ჩვენ, საბედნიეროდ, ხალხი ვართ, თანაც ერთ-ერთი უძველესი ხალხი დღევანდელ მსოფლიოში და ეს უპირველეს ყოვლისა, დადასტურებულია ჩვენივე ისტორიით, ჩვენი ბუნებით, ჩვენი კულტურით…”