ოლია ოკუჯავას უკანასკნელი წერილი გალაკტიონ ტაბიძეს

ოლია ოკუჯავას უკანასკნელი წერილი გალაკტიონ ტაბიძესპოეტ გალაკტიონ ტაბიძის მეუღლე ოლია ოკუჯავა დააპატიმრეს და გადაასახლეს. მისი საყვარელი მეუღლე ტროცკისტობის ბრალდებით 1941 წლის 11 სექტემბერს დახვრიტეს.

უკანასკნელი წერილი პოეტმა ოლია ოკუჯავასთგან 1941 წლის 19 მარტს მიიღო:

„ჩემო ძვირფასო, ჩემო უგონო სიყვარულო!

აი, მიიღე ჩემგან ეს მინდვრის ყვავილები. ისინი ნორჩებია და უტყვი, მაგრამ მაინც თავდავიწყებით მოისწრაფვიან შენსკენ.

ჩემო ძვირფასო, ყოველდღიურად გადავცემ შენს მოკითხვებს ჰაერის ტალღებს. გესმის?

ხო, მე არ ვიღებ შენს წერილებს. ო, მე მიყვარს დუმილი, მაგრამ რარიგ ძნელია, მთელი სიცოცხლე ესაუბრო დუმილს. არ გსაყვედურობ. არ არის საჭირო.

მაინც მოგწერ და მოგწერ ბარათებს, სანამ ცხოვრების ქარიშხალი სამუდამოდ არ დამიხუჭავს თვალებს…“