8 თებერვალი, 2020

ნინო ქათამაძე თავხედებს პასუხობს

ნინო ქათამაძე თავხედებს პასუხობსმომღერალი ნინო ქათამაძე თავხედებმა გააბრაზეს. მისმა  განცხადებამ უნიკალურ კურორტ ბახმაროში ბეტონის ქაოსთან დაკავშირებით, კომპანია “ორბის” განაწყენება გამოიწვია:

“მთელი დღე ვფიქრობდი, როგორ გამეცა პასუხი იმ თავხედობისთვის, როდესაც საკუთარი აზრის გამოხატვის გამო “დიდი კომპანიის” დიდებული “პიარ ტექნოლოგი”, ან “მასების ფსიქოლოგი” მირეკავს და პასუხს მთხოვს საკუთარი აზრის გამო, რომ სამწუხაროა, თუ ორბი ჯგუფის მშენებლობა ბახმაროს მოსპობს!

დიახ, მე ნინო ქათამაძე ვფიქრობ, რომ ბახმაროში გაურკვეველი მასშტაბის მშენებლობა და ბეტონის ქაოსი, გამოიწვევს მის სამუდამო განადგურებას და ბახმარო დაკარგავს თავის უნიკალურობას!

ვინც ერთხელ მაინც ასულხართ ბახმაროში, წარმოიდგინეთ იმ ვიწრო და ულამაზეს გზაზე მოძრავი სატვირთოები საკურორტო სეზონზე, ეს 4 სეზონიანს კი არ გახდის ბახმაროს, იმ ერთ სეზონსაც წაართმევს თბილ და კეთილ ადამიანებს რომელთა მოლოდინი წლიდან წლამდე უსაზღვროა, მათთვის მცირედ შემოსავალზე მეტად მშნიშვნელოვანი დღესასწაულის ხარსხში აყვანილი შეხვედრაა, პირველი შეხვედრისას რომ გაისმის “მრავალ ბახმაროობას დაესწარი”!

მე მინდა, რომ მუდმივად ეს ტექსტი ისმოდეს სადღესასწაულო განწყობით, თბილად, გურულ-აჭარულად და არა გაურკვევლად გილოცავთ ორბობას, ბეტონობას, უჰაერობას ზღვის დონიდან 2050 მეტრზე!

როდესაც საუბარია მსოფლიოს საუკეთესო არქიტექტორების ჯგუფზე, ვინც ახალი ბახმაროს გალამაზება უნდა შემოგვთავაზოს, დაიდოს თითოეულის სახელი და გვარი, იმ ბახმაროს მსგავსი მთის კურორტების პროექტები და ჩამონათვალი, რომელიც მათ გაალამაზეს და აჩუქეს მსოფლიოს!

ვიდრე მსოფლიოში საუკეთესო არქიტექტორებს დაუწყებდით ძებნას, მოგენახათ ის ადამიანები და შეიძლება ითქვას ბახმაროს ექსპერტები, რომელთან საკუთარი შრომით, გამძლეობით, ამტანობით და ბევრი ფიზიკური ტკივილის ფასად არ დათმეს ბახმარო ბნელ 90-იან წლებში, არ მიატოვეს გასანადგურებლად, მათ ზუსტად იციან როგორი უნდა იყოს მომავლის ბახმარო, სწორედ მათ იციან რა შეიძლება და რა არა ბახმაროში!

განვითარების და უკეთესის წინაღმდეგი არასოდეს ვყოფივლვარ, მაგრამ ამ შემთხვევაში “ორბს” გპირდებით, რომ ყველა ჩემი რესურსით წინააღმდეგი ვიქნები ბეტონის ბახმაროს! თუ გაგვაცნობთ ზუსტ კონცეფციას, გაითვალისწინებთ თითოეული ბახმაროელის აზრს, არ წაართმევთ ამ კურორტს მომავლს და განავითარებთ ბეტონის გარეშე, მე მხოლოდ თანადგომას გამოგიცხადებთ!

P.S. არ გაბედოს არც ერთმა “კეთილის მსურველმა ორბელმა” ჩემთან დარეკვა და კითხვების დასმა, ყველაფერი გარკვევით დავწერე ზემოთ!

პატივისცემით! ნინო ქათამაძე”