27 თებერვალი, 2020

ნინო ხარატიშვილის უდიდესი წარმატება

ნინო ხარატიშვილის უდიდესი წარმატებაქართველი მწერლის ნინო ხარატიშვილის შემოქმედება კარგად არის ცნობილი მთელ მსოფლიოში.

მწერალი, რომელიც გერმანიაში ცხოვრობს, არაერთი პრესტიჟული ლიტერატურული პრემიის კანდიდატი და გამარჯვებულია.

ნინოს წიგნი “მერვე სიცოცხლე (ბრილკა)” 2020 წლის ბუკერის პრემიის გრძელ სიაში მოხვდა. ბუკერის პრემია ყველაზე პრესტიჟული პრემიაა ინგლისურ ლიტერატურაში.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც “მერვე სიცოცხლე (ბრილკა)” ლიტერატურული პრემიის ნომინანტია. გასულ წელს ნინო ხარატიშვილს შილერის მემორიალური პრიზი გადაეცა, 2018 წელს კი ბერტოლტ ბრეტხის პრემია მიენიჭა.

ბუკერის პრემიის მოკლე სია ცნობილი 2 აპრილს გახდება, 19 მაისს კი ამ პრემიის გამარჯვებული დასახელდება.