ნატო გელაშვილი: “თუ ისევ რაიმე გამაკვირებდა არ მეგონა”

ნატო გელაშვილი: "თუ ისევ რაიმე გამაკვირებდა არ მეგონა"მომღერალი ნატო გელაშვილი მისი შვილის ლუკა ჭოხონელიძმისთვის ბინის ჩუქების თემას საჯარო წერილით ეხმაურება:

“თუ ისევ რაიმე გამაკვირებდა, არ მეგონა. მე ადამიანს, რომელსაც არასოდეს არც “ფრთები” დამკლებია ცისკენ საფრენი და არც ამ ცხოვრების ფსკერზე შეხება.

გაოცება ვერ დავმალე და ვერ ვმალავ… და იცით რატომ… როცა მეგონა მეც და ალბათ კიდევ ბევრ სხვებს, რომ ურთიერთობებმა და პატივისცემამ მიიძინა თითქოს და ყველა ამის დეფიციტზე ვსაუბრობთ… აღმოჩნდა, რომ ახალგაზრდა კაცმა დაიწყო პროექტი, რომელმაც უნდა გაახალისოს ამ ქალაქის ურთიერთობების ფერები.

მადლობა მინდა ვუთხრა განსაჯუთრებით ამ კომპანიას “სფერო ჰოლდინგს” და მის სულის ჩამდგმელს გიგა წულეისკირს… რომელმაც შეძლო და აღვივებს ადამიანებს შორის ურთიერთობებს, სიყვარულს და გვახსენებს ერთმანეთს.

მე ამ ქალაქთან ჩემმა ბედისწერამ 30 წლის წინ დამაკავშირა… ამ ქალაქში შეძენილმა ურთიერთობებმა სული შთაბერა ბევრ ჩემს ლექსსა და სიმღერას. სიურპრიზი დედასო… და, აჰა, სურპრიზიც ჭოხოებისაგან… მადლობა, რომ გიგა წულეისკირს ადამიანს, რომელმაც შეძლო კიდევ ერთხელ დამენახა, რომ არ ვარ “ზონიდან გასული” (როგორც მეხუმრებიან ჩემი ახლობლები) და ისევ არსებობს სიყვარული, სიკეთე, ქართული სიმღერის სიყვარული.
როდესაც ლუკა პროექტში მოხვდა, ვწერდი და ახლაც იგივეს ვამბობ ხმამაღლა, რომ არც დაფნის გვირგვინს ველოდებოდით და არც რაიმე პრიზებს, უბრალოდ ემღერებოდა. სულ ეს იყო. მისი გულიდან ნამღერს კი გულიანი ადამიანი მოჰყვა თავისი ამალით.

გაგაძლიეროს უფალმა, გიგა, შენი წამოწყებული ყველა საქმიანი პროექტით. რამეთუ მჯერა, კიდევ ბევრ ადამინს მიანიჭებ იმ განცდას და ემოციას, რაც დღეს მიანიჭე პირადად ლუკას და ჩემს ოჯახს.

ალბათ ყველაფერი უფლის ნებაა… უანგაროდ და მთელი გულით გაცემულს გულიანი ადამიანები პოულობენ. მადლობა ყველას, ვინც ლუკას გვერდით იდექით პროექტის მიმდინარეობისას და მთელი გულით მადლობა გიგა, რომ ნატო გელაშვილის გაგარძელებას გულშემატკივრობ… გეგულებოდეთ მეც და ჩემი შვილებიც.

მადლობა ყველას – ერსა და ბერს, მოვლენილი ყველა განსაცდელისათვის და მადლად გამომეტებული თქვენი სიყვარულისათვის.”

ნატო გელაშვილი: "თუ ისევ რაიმე გამაკვირებდა არ მეგონა"