27 თებერვალი, 2020

ნათია ფანჯიკიძის საუკეთესო რჩევა კორონავირუსზე

ნათია ფანჯიკიძის საუკეთესო რჩევა კორონავირუსზეფსიქოლოგ ნათია ფანჯიკიძის რჩევა მთელს მსოფლიოში მოდებულ კორონავირუსზე, ყველაზე მეტად პანიკიორი ქართველებბსთვისაა:

“კორონავირუსის გარდა, სიკვდილის იმდენნაირი, სერიოზული და სულელური, გემოვნებიანი თუ უგემოვნო მიზეზი არსებობს, თითოეულზე წინასწარ წამის მეათედი რომ იღელვო, კვირის ბოლოს, გადაღლილობით მოკვდები.

და თუ თქვენსას არ იშლით და უკვე არჩევანი გავაკეთეთ და მაინცდამაინც კორონავირუსით უნდა დავიხოცოთ, მითუმეტეს, სად გვცალია ნერვიულობისთვის?!

ჩემი წინადადებაა, სანამ დავხოცილვართ, კარგი დრო ვატაროთ. მაგალითად, ახალი წელი გავიმეოროთ, გოზინაყი გავაკეთოთ, აღდგომა ვიზეიმოთ წინასწარ, ბოლოს და ბოლოს.”