4 თებერვალი, 2020

მწერალი ირაკლი კაკაბაძე დააკავეს

მწერალი ირაკლი კაკაბაძე დააკავესმწერალი ირაკლი კაკაბაძე დააკავეს.

ინფორმაცია პენცენტრმა გაავრცელა.

ირაკლისთან ერთად დაკავებულები არიან უფლებადამცველი ლაშა ჩხარტიშვილი და პოლიტიკოსი კახა კუკავა.

ირაკლი კაკაბაძე და მისი მეგობრები იცავდნენ საკუთარი ბინიდან მევახშის მიერ უსამართლოდ გამოსახლებული მოქალაქის მარინა ხატიაშვილის უფლებებს.

მათზე სისხლის სამართლის საქმე უკვე აღიძრა. მევახშის ადვოკავტმა გიორგი სუხიაშვილმა ირაკლის და მის მეგობრებს საკუთარი განცხადების საფუძველზე უჩივლა.