1 თებერვალი, 2020

მთავარი ვირუსი გიორგი კეკელიძისთვის

მთავარი ვირუსი გიორგი კეკელიძისთვისეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის გიორგი კეკელიძისთვის მთავარი არა კორონავირუსია, არამედ ლამის ეპიდემიად ქცეული ონკოლოგიური დაავადებები:

“მეგობრებო და ძვირფასო ჟურნალისტებო, მე, ამ დიდად ჰიპოქონდრიკ კაცს თუ ამის დაწერა მომიხდებოდა, ძნელად წარმოვიდგენდი.

კორონა არის ვირუსი, რომელიც ატიპურ პნევმონიას იწვევს და შედარებით ახალი. სამწუხაროდ, ძველ ატიპურ პნევმონიებსაც ეწირებიან ადამიანები – ისინი, ვისაც სუსტი იმუნიტეტი და გვერდითი პათოლოგიები აქვს.
პრევენცია და ნიღაბი გრძელ გზაზე სასურველია, მაგრამ ასეთი არადეკვატური პანიკა ძალიან არალოგიკურია – ვაქცინაც მალე იქნება და მკურნალობის მეთოდები შემუშავებულია.

ეს საშინელი, აპოკალიპტური სტატიები სკაფანდრიანი ექიმების სურათებით და კონსპირაციული მოსაზრებებით, მხოლოდ იმ გათვლით, რომ ისედაც ათასი დარდით დაზაფრული ბევრი ადამიანი ნახავს, ცოტა მავნებლური საქმე მგონია. ჯერ ხომ ხალხს გულს უხეთქავს და მერე ირიბად, ასე დასანან ქსენოფობიასაც აღვივებს. აქ მაინც ვეცადოთ, რომ ინფორმაცია ზუსტი და არაემოციური იყოს. და საერთოდ, ეს ორი უკიდურესობაც დასაძლევია – წესით დამკრძალავ ბიუროს რომ უნდა ვურეკავდეთ, მაშინ ვაკითხავთ ექიმს და ახლა…

P.S.
ისე, თუ რამე არის საგანგაშო და ასეთი ერთსულოვანი სიფხიზლე სჭირდება, ლამის ეპიდემიად ქცეული ონკოლოგიური დაავადებებია. როცა თურქული ავიახაზით ვმგზავრობ, ბარემ შვიდი-რვა ახალი ავადმყოფი მემგზავრება იქაური კლინიკებისკენ მიმავალი.

ჰაერის დაბიძნურება, გაურკვეველი საჭმელი და დიდი სტრესი – აი, ყოველდღიური და შეუმჩნეველი მთავარი ვირუსი!”