მსოფლიოში ცნობილ ანსამბლს ქართული ფესტივალი ფულს არ უხდის

მსოფლიოში ცნობილ ანსამბლს ქართული ფესტივალი ფულს არ უხდისქართული თანამედროვე კულტურის ფესტივალი SOU მსოფლიოში ცნობილ ანსამბლს “მოდერნს” კუთვნილ ფულს არ უხდის.

ინფორმაციას ანსამბლის ოფიციალური გვერდი ავრცელებს და 2017 წლის ჰონორარს ახლაც ელოდება.

ნინო ჟვანია, პიანისტი:

“ვერ ვიტან, რომ წერენ – ეს რა გააკეთეს, მრცხვენია რომ ქართველი ვარ… ნამდვილად არ მრცხვენია…

მაგრამ ფაქტია, რომ არაა კარგი, მსოფლიოში ცნობილი ანსამბლი “მოდერნი” რომ იუწყება, ქართული ფესტივალი უკვე მესამე წელია არ უხდის ფულს.

მე თვითონ ვიყავი და ვარ SOU-ს ფანი. სასწაული ფესტივალი ჩაატარეს და გასაოცარი კონცერტები გვაჩუქეს. მაგრამ თუ არ უხდიან ხელოვანებს ფულს (მარტო მოდერნი არ ჩივის…. სხვა კოლექტივებიცაა ჩამოთვლილი, მათ შორის თამრიკო კორძაიას ანსამბლი), ეს ცუდად მოქმედებს ჩვენს იმიჯზე.

მე მოდერნის აკადემიის პირველი თაობის სტიპენდიანტი ვარ. აი, რომ გადავწყვიტო ახლა პროექტის დაწერა (დეკანი აღარ ვარ და დრო მაქვს) და მოვინდომო მათი ჩამოყვანა, რათა კონსერვატორიის ახალი მუსიკის სტუდენტურ ანსამბლს ჩაუტარონ მასტერკლასები, შანსი არაა, ამ ამბავმა ცუდად არ იმოქმედოს ჩემს პროექტზე… და ეს ძალიან ცუდია… არა ჩემთვის, არამედ ქვეყნისთვის…

ნამდვილად არ ვიცი, რატომ არ უხდიან ფულს. ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, შესაძლოა სახელმწიფომ დააღალატა ფესტივალი… მაგრამ ვინც არ უნდა იყოს დამნაშავე, ცუდი ფაქტია და მისახედია…”