8 თებერვალი, 2020

მოუსმინეთ ტარიელ ხარხელაურს

მოუსმინეთ ტარიელ ხარხელაურსქართული პოეზიის ერთ-ერთ თვალსაჩინო წარმომადგენელს ტარიელ ხარხელაურს საკუთარი პოეზიით მიაქვს სათქმელი ათასობით მკითხველამდე.

მისი ლექსები სავსეა სამშობლოსა და თანამემამულეების გულწრფელი სიყვარულით და სწორედ ამიტომ ჰყავს მის შემოქმედებას ამდენი გულშემატკივარი:

“ბღავილი ამყვა ამ დილით
გამოღადრული ყელის,
ქართველობაა ადვილი
არაგველობა ძნელი.
შუბლზე მზის მაწევს ნაგრილი
როგორც ნარწყევი გველის,
წიწამურია ადვილი
ილიაობა ძნელი.
ან კი ვის რაღად ვემდური
ამას დუშმანიც გვამჩნევს,
სხვის ომში გამარჯვებულებს
საკუთარ ომში ლაჩრებს.
ვერ მიერთგულე ვერასდროს
დადედლებულო გულო,
სხვათა ომებში ბელადო
შენი მამულის წყლულო.
ფიქრო, ეჭვებით დაღლილო
ცავ, დაბზარულო ცრემლით,
ბაზალეთია ადვილი
დიდგორი არის ძნელი.
ბუბუნით წამცდა იორი
ოდნავ ამართა წელი,
ტახტზე ფიქრია იოლი
დავითობაა ძნელი.”