25 თებერვალი, 2020

მარო მაყაშვილი: “აი, დევიზი ქართველი ერისა!“

მარო მაყაშვილი: "აი, დევიზი ქართველი ერისა!“მარო მაყაშვილი საქართველოს დამოუკიდებლობის დასაცავად წითელი არმიის წინააღმდეგ ბრძოლაში დაიღუპა.

ჩანაწერები მის დღიურში სამშობლოს სიყვარულით და ერთგულებით არის გაჟღენთილი:

„ოჰ, როდის უნდა ამოვისუნთქოთ თავისუფლად?! როდის აყვავდება წალკოტივით ჩვენი ქვეყანა?

არა, ქართველი ერი მხნე და გულადი არის, არავის დაანებებს თავის სამშობლოს. სამშობლოსადმი სიყვარული უდიდესია, სხვა ყველა გრძნობაზე მაღლა სდგას. შეებრძოლება მტერს სისხლის უკანასკნელ წვეთამდის. შეებრძოლება და ან სიკვდილი, ან გამარჯვება. აი, დევიზი ქართველი ერისა.“