9 თებერვალი, 2020

ლაშა ოთხმეზურის ფრანგული აღიარება

ლაშა ოთხმეზურის ფრანგული აღიარებაქართველი ისტორიკოსის ლაშა ოთხმეზურის ცხოვრებაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ამბავი მოხდა.

საფრანგეთში, ისტორიის დარგში ფრანგულ ენაზე გამოცემული წიგნებისათვის 1987 წლიდან გაიცემა “შატობრიანის სახელობის პრემია”. მიუხედავად იმისა, ამ პრემიის ძირითადი სამიზნე განმანათლებლების პერიოდის ისტორიის წიგნებია, ლაურეატებში გამონაკლისებიც ხვდებიან.

ეს მნიშვნელოვანი აღიარება წელს გადაეცა ქართველ ისტორიკოსს ლაშა ოთხმეზურს და მის კოლეგას ხუან ლოპეზს მათი განსაკუთრებულად კარგი წიგნისთვის “ბარბაროსა 1941 აბსოლუტური ომი”, რომელიც ეკა სირაძე დელონემ თარგმნა. ლაშა პირველი ქართველი ისტორიკოსია, რომელმაც ეს პრემია მიიღო.

დაჯილდოვების საზეიმო ცერემონიალი საფრანგეთის აკადემიაში გაიმართა, სადაც ლაშა ოთხმეზურმა ეს საპატიო და უმნიშვნელოვანესი პრიზი მიიღო.