5 თებერვალი, 2020

ლალი ბადურაშვილის ტანჯული გზის დასასრული

ლალი ბადურაშვილის ტანჯული გზის დასასრულიმსახიობ ლალი ბადურაშვილისთვის სიბერე ყველაზე მტკივნეული და მტანჯველი აღმოჩნდა.

მის სიმსივნეს შვილის, რეჟისორ ერეკლე ბადურაშვილის მოულოდნელი გარდაცვალება დაერთო. დაკრძალვიდან უბედური დედა პირდაპირ საავადმყოფოში აღმოჩნდა და თავს დამტყდარი მოულოდნელი ტრაგედია დაუსრულებელ დარდად ექცა.

მიუხედავად ასეთი დიდი ტკივილისა, მსახიობს თავისი ტანჯვა არასდროს არავისთვის თავზე არ მოუხვევია.

ბედისწერას მინდობილი ექიმებთან დადიოდა, გადასხმებს იკეთებდა, თუმცა როგორც კი მარტო რჩებოდა, ერეკლეს სიახლოვეს კიდევ უფრო მძაფრად გრძნობდა და მას, როგორც ცოცხალს, ისე ელაპარაკებოდა.

ლალი ბადურაშვილისთვის ცხოვრების გზა 81 წლის ასაკში დასრულდა – მან მარადისობაში გააცილა მეუღლე – თეიმურაზ ბადურაშვილი, 57 წლის შვილი – ერეკლე ბადურაშვილი და რამდენიმე თვეში მძიმე ავადმყოფობისგან გატანჯული საყვარელ ქმარ-შვილთან წავიდა.