4 თებერვალი, 2020

ლალი ბადურაშვილი გარდაიცვალა

ლალი ბადურაშვილი გარდაიცვალამსახიობი ლალი ბადურაშვილი 81 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა. ხელოვანი სიმსივნეს ებრძოდა, თუმცა შვილის – 57 წლის ერეკლე ბადურაშვილის გარდაცვალება, მის ცხოვრებაში კიდევ უფრო რთული ეტაპის დასაწყისი აღმოჩნდა.

ლალი ბადურაშვილის ცხოვრების სავიზიტო ბარათია შორენა კოლონკელიძე. სწორედ მან ითამაშა მთავარი როლი რეჟისორ ვახტანგ ტაბლიაშვილის ფილმში “დიდოსტატის მარჯვენა”. ფილმი კონსტანტინე გამსახურდიას ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით იქნა გადაღებული.

ინფორმაცია ლალი ბადურაშვილის გარდაცვალების შესახებ პირველმა არხმა გაავრცელა.