6 თებერვალი, 2020

კირკ დაგლასი 103 წლის ასაკში გარდაიცვალა

კირკ დაგლასი 103 წლის ასაკში გარდაიცვალამსოფლიოს კინო-ლეგენდა კირკ დაგლასი 103 წლის ასაკში გარდაიცვალა.

სამწუხარო ინფორმაცია მსახიობის გარდაცვალების შესახებ მისმა შვილმა, ცნობილმა მსახიობმა მაიკლ დაგლასმა გაავრცელა.

უხუცესმა მსახიობმა არაერთ ფილმში ითამაშა, თუმცა მისი შემოქმედების სავიზიტო ბარათი მაინც ფილმი “სპარტაკი” იყო.

კირკ დაგლასი ქველმოქმედებით იყო დაკავებული და ეხმარებოდა იმ ადამიანებს, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებოდა.