18 თებერვალი, 2020

გიორგი შენგელაიას ფილმი, რომელიც არ დაიდგა

გიორგი შენგელაიას ფილმი, რომელიც არ დაიდგაკინორეჟისორი გიორგი შენგელაია ასაკის მიუხედავად, უამრავი გეგმით და სიახლით გაზაფხულის დადგომას ელოდებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ ის ბოლო დროს ავად იყო, მაინც სამომავლო გეგმებზე საუბრობდა: “მე ისევ ვოცნებობ გადავიღო “ჰაჯი მურატი”…

სამწუხაროდ, ოცნება რეალობად ვერ აქცია, ფილმთან დაკავშირებით არაერთმა პრობლემამ იჩინა თავი, ამიტომ რეჟისორმა სპეციალური გადაცემა ჩაწერა:

“ყველა რეჟისორის ბიოგრაფიაშია ესეთი ფაქტები, როცა ფილმი ჩაფიქრებულია, სცენარი დაწერილია, რეჟისორი ფიქრობს მსახიობებზე, გადაღების ადგილებზე და მერე მიზეზთა და მიზეზთა გამო, ფილმი არ ხორციელდება. ხან ეს არის იდეოლოგიური მომენტები, ხან ეს არის ფინანსური მომენტები…

ორჯერ მივუდექი ამ ფილმის გადაღებას, ერთხელ სულ ახალგაზრდა ვიყავი, მხოლოდ “ალავერდობა” მქონდა გაკეთებული, მაგრამ ვთვლიდი, რომ მაქვს საკმარისი ენერგია და საკმარისად გააზრებული მაქვს ეს ნაწარმოები, მაგრამ წავაწყდი ძალიან რთულ პრობლემებს.

კიდევ ერთხელ მივუბრუნდი, როცა საბჭოთა კავშირი იშლებოდა, მაგრამ ეს ფილმი არც მაშინ განხორციელდა…

მაინც ვბედავ და ეგეთი ჟინი მაქვს, რომ სატელევიზიო გადაცემის სახით მაინც წარმოვადგინო ჩემი ფილმი, არ დაიკარგოს, არ გაქრეც ჩემი ჩანაფიქრი…”