გიორგი კეკელიძე: “ბავშვები შიმშილობენ წლებია!”

გიორგი კეკელიძე: "ბავშვები შიმშილობენ წლებია!"ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი გიორგი კეკელიძე ამტკიცებს, რომ საქართველოში ბავშვები შიმშილობდნენ, შიმშილობენ და მომავალშიც იშიმშილებენ:

“საქართველოში ბავშვები შიმშილობენ. შიმშილობენ წლებია. ჩვენც ვშიმშილობდით და სხვებიც ჩვენს შემდეგ და იმის შემდეგ. და შიმშილობენ ახლა! რადგან შიმშილის მოკვლა მხოლოდ გამხმარი პურით კუჭის დამშვიდება არ არის, არც მასზე ნასესხები ფულით კარაქის წასმაა შიმშილის მოკვლა. არც ნაჩუქარი ნაყინი და შოკოლადით პირის გასველება გემოს მძაფრი დამახსოვრებით – ხვალინდელი უნაყინო დღისთვის.

ცოტას გინახავთ ბავშვის თვალები, რომელსაც მკვდარი ოცნებების ფერი დაკრავს? ეს არის ყველაზე საშინელი ფერი და ეს ფერი უდრის უამრავ არას ცხოვრებისგან. ყოველდღიურ და სასტიკ არას და ამ არას ვეუბნებით ჩვენ, ადამიანები, რომლებმაც კარგად ვისწავლეთ მათი თვალებისთვის თვალის არიდება.”