5 თებერვალი, 2020

ელენე ყიფშიძე – ქართული თეატრის მარგალიტი

ელენე ყიფშიძე - ქართული თეატრის მარგალიტიმსახიობი ელენე ყიფშიძე ქართული თეატრის მარგალიტად იყო მიჩნეული. ულამაზესი ქალბატონისა და მისი შემოქმედების დავიწყება შეუძლებელია.

ასე მიაჩნია რეჟისორ დიმიტრი ხვთისიაშვილს:

“დღეს დიდი ქართველი მსახიობი ელენე ყიფშიძე 95 წლის გახდებოდა. ბედნიერი ვარ, რომ ის არათუ მრავალჯერ მინახავს სცენაზე, არამედ პარტნიორიც (“მშვიდობის დღესასწაული”, “ვერაგობა და სიყვარული”, “ნაცარქექია”, “ურიელ აკოსტა”) ვყოფილვარ, მის აღდგენილ სპექტაკლშიც (“ძველი ვოდევილები”) მითამაშია.

ჩემს პირველ სპექტაკლში “ქამუშაძის გაჭირვება” გვერდში დამიდგა და უდიდესი გამოცდილება შემძინა ვარსკვლავ-მსახიობთან შემოქმედებითი ურთიერთობისა.

16 წელია ქალბატონი ლენა აღარ არის, თუმცა მისი შემოქმედების დავიწყება შეუძლებელია მათთვის, ვისაც თუნდაც ერთხელ უნახავს სცენაზე. ხოლო ვისაც მასთან უმუშავია, მით უმეტეს, ვერასდროს დაივიწყებს.”