ეძღვნება ზაზა ხალვაშს

ეძღვნება ზაზა ხალვაშსრეჟისორ ზაზა ხალვაშის მოულოდნელი გარდაცვალება დიდი დანაკლისი აღმოჩნდა არა მარტო მისი მეგობრებისთვის, არამედ რიგთიი მაყურებლებისთვისაც.

პოეტი როი აბუსელიძე ზაზა ხალვაშს ასე დაემშვიდობა:

“ახლა ვფიქრობდი და გამახსენდა ფრიდონ ხალვაშის საიუბილეო საღამო, სცენაზე წაქცეული მუხრან მაჭავარიანი და 1 გარდამავალი წამი… ხალხი და პოეტური წასვლა, სიკვდილი, რომლისაც შეგშურდებოდა…

გამახსენდა ზაზას მონათხრობი, თუ როგორ იმოქმედა ფრიდონ ხალვაშზე ამ ამბავმა და მართლაც, რამდენიმე თვეში თავის ძველ მეგობარსა და კოლეგას შეუერთდა ზეციურ სასუფეველში ბატონი ფრიდონი, მერე ჩემი ლექსი გამახსენდა, დაკრძალვაზე წაკითხული, “საუკუნე გადატყდა ჯვარდასმული მჭადივით”…

ზაზამ მითხრა მაშინ – შემომეზეპირაო… შარშანდელი წინასაოსკარო მზადება გამახსენდა, “ნამეს” ტრიუმფი და წლის საუკეთესო ქართველი რეჟისორის წოდება…

გამახსენდა – აწი 2 წელიწადში თითო ფილმი უნდა დავდოო ზაზა რომ სიხარულით ამბობდა…

ხვალ ოსკარის დაჯილდოებაა და სწორედ მაგ ღამით პირველ წუთებს გაათევს ზაზა ხალვაში ზეციურ სასუფეველში, ყველაზე დიდი რეჟისორის უფლის სავანეში…

და… და… და მაინც რა არის ცხოვრება? ალბათ ფილმი?!”