დავა წმინდა გიორგის ეკლესიის გამო

დავა წმინდა გიორგის ეკლესიის გამოსაქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ოფიციალური განცხადებით, სოფელ ცუცხვათის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიის რეაბილიტაცია დასრულდა:

“დასრულდა ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ცუცხვათის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიის რეაბილიტაცია. ეკლესია იყო უმძიმეს მდგომარეობაში. დანგრეული იყო კამარა, კონქი, კედლების დიდი ნაწილი. შემოცლილი იყო კარნიზი, კედლები შიგნიდან და გარედან დაფარული იყო ნანგრევებით. სამუშაოები ჩატარდა არქეოლოგის ზედამხედველობის ქვეშ.”

დავით კლდიაშვილის მუზეუმის დირექტორი ლალი ღვინეფაძე აცხადებს, რომ ამ ეკლესიის გარშემო სოფელი სიმონეთი იყო გაშენებული და ეს ეკლესიაც სიმონეთს ეკუთვნოდა და  არა ცუცხვათს:

“ასეთი სიცრუე და სიყალბე, წარსულის ასეთი უგულებელყოფა, ისტორიული ფაქტების ასეთი გაყალბება თვით რუსებსაც არ უქნიათ! სად ცუცხვათი და სად სიმონეთის წმინდა გიორგის ეკლესია!

როცა რეაბილიტაცია დაიწყეს, მოიძიეს ეკლესიის ნანგრევები და მომადგნენ მე, როგორც დავით კლდიაშვილის მუზეუმის დირექტორს, სოფელ სიმონეთში. იცოდნენ, რომ მუზეუმშიც იყო დაცული რამოდენიმე ლაპიდარული წარწერიანი ქვა ამ ეკლესიიდან.

ცუცხვათლებმა მშვენივრად იციან, რომ ამ ეკლესიის გარშემო იყო გაშენებული სოფელ სიმონეთი და სიმონეთს ეკუთვნოდა ეს ეკლესიაც! X-XI საუკუნეში, როცა მიწისძვრამ დაანგრია, ქვედა ტერიტორიაზე, (მუზეუმის თავზე) ააშენეს ახალი ეკლესია, სადაც ჩატანებულია ძველი ეკლესიიდან ჩამოტანილი წარწერიანი ქვები.

ამ ყველაფრის საქმის კურსში ჩავაყენე თერჯოლის რაიონის ხელმძღვანელობა. შედეგს თქვენც თვითონ ხედავთ! სრული იგნორი, წაყრუება, ინდიფერენტულობა! ისტორიის ასეთი დამახინჯება?

მოგვეხმარეთ ისტორიკოსებო, დავადგინოთ სიმართლე! თერჯოლის მუნიციპალიტეტს ჩვენი ისტორიაც და სიმართლეც არად უღირთ! გვიშველეთ!”