13 თებერვალი, 2020

დაეხმარეთ სოფი სააკაშვილს

დაეხმარეთ სოფი სააკაშვილსქართველ მომღერალს სოფი სააკაშვილს ახლა ყველაზე მეტად სჭირდება დახმარება და მხარდაჭერა.

ის თურქული “ვოისის” ნახევარფინალისტია და მხოლოდ და მხოლოდ მაყურებლის ხმების მიღების შემთხვევაში გადავა შოუს ფინალში. სოფისთვის ხმის მიცემა კი თურქეთში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებს შეუძლიათ.

14 თებერვალს თურქეთის დროით 8 საათზე, ხოლო ჩვენი დროით 9-ზე გაიმართება ნახევარფინალი, რომელსაც შეგიძლიათ უყუროთ პირდაპირ ეთერში და ხმა მისცეთ ქართველ მომღერალს.