3 თებერვალი, 2020

არჩილ სულაკაური გურამ რჩეულიშვილზე

არჩილ სულაკაური გურამ რჩეულიშვილზემწერალი არჩილ სულაკაური ტრაგიკულად გარდაცვლილ გურამ რჩეულიშვილს მისი მოთხრობის გმირის ბედის გამზიარებელს უწოდებს:

“წავიდა გურამ რჩეულიშვილი ჩვენგან. იგი სარეცელზე არ გარდაცვლილა. იგი მეზღვაურივით დაიღუპა ზღვაში. ანდა ზღვაში დაიღუპა საკუთარი მოთხრობის გმირივით.

ლიტერატურის ისტორიაში აღნუსხულია არაერთი შემთხვევა, როცა ავტორი თავისი გმირის ბედს იზიარებს. ასე გაიზიარა გურამმა საკუთარი მოთხრობის გმირის ბედი.

მიუხედავად ხანმოკლე სიცოცხლისა, გურამმა თავისი დიდი მწერლური ტალანტისა და მკაფიოდ გამოკვეთილი მომხიბლავი პიროვნული თვისებების წყალობით, იმთავითვე მიიქცია ყურადღება.

ვიმეორებ, მიუხედავად გურამის ხანმოკლე ლიტერატურული ცხოვრებისა, იშვიათად მოიძებნება მეორე მწერალი, რომელსაც წლის მანძილზე ასეთი ლიტერატურული მემკვიდრეობა დაეტოვებინოს.

მერმე ეს ხუთი თუ ექვსი წლები რა წლებია. ეს ის წლებია, როდესაც დამწყები თუ ახალგაზრდა მწერალი ქანს იღებს დიდი ნახტომისათვის…”