ზაზა ურუშაძის ზუსტი წინასწარმეტყველება

ზაზა ურუშაძის ზუსტი წინასწარმეტყველებარეჟისორ ზაზა ურუშაძის წინასწარმეტყველება ზუსტად ასრულდა. როდესაც იგი საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირის თავმდჯომარედ დაინიშნა, განაცხადა, რომ იქ დიდხანს ყოფნას არ აპირებდა და მართლაც, საშინლად გულნატკენმა და შეურაცხყოფილმა დატოვა კიდეც:

“კინოკავშირში ამირჩიეს თავმჯდომარედ და მინდა დავუთმო დრო, რომ რეფორმა დავიწყოთ.

– შეეგუეთ თანამდებობას?

– საპატიო თანამდებობაა ეს ჩემთვის, საქართველოს კინემატოგარფისტთა კავშირის თავმჯდომარე რომ ხარ, ეს ნამდვილად საპატიოა. თან მესამე თავმჯდომარე ვარ კინოკავშირის ისტორიაში. სიკო დოლიძე იყო 11 წელი კინოკავშირის ხელმძღვანელი, კინოს სახლი რომ გვაქვს მისი დამსახურებაა. შემდეგ იყო ელდარ შენგელაია, რომელმაც 36 წელი უხელმძღვანელა ამ კავშირს და ახლა ვარ მე. ნამდვილად არ ვაპირებ აქ დიდხანს ჯდომას.

– რატომ?

– არა და იმიტომ.

– კაბინეტი თქვენი სტილი არ არის?

– რეჟისორისთვის კაბინეტი კომფორტული არ არის. კომფორტულია მხოლოდ მაშინ, როცა მოსამზადებელი პერიოდი აქვს და მუშაობს ფილმზე. ისე კაბინეტური ცხოვრება არ მომწონს.

– კინემატოგრაფისტთა კავშირში რა რეფორმების განხორციელებას აპირებთ?

– რაც მე ამირჩიეს, შემოვიდა 35 ახალგაზრდა კავშირში და ახლა კიდევ შემოდიან. ელდარ შენგელაიამ ბევრი რამ გააკეთა, მისი პირადი დამსახურებაა, რომ კინოს სახლი არ გაიყიდა, ის კინემატოგრაფისტთა კავშირის კუთვნილებაა. რომ არა ელდარი, ეს შენობა აღარ იქნებოდა ამ კავშირის. ძალიან ბევრი სუბიექუტრი და ობიექტური მიზეზების გამო მიინავლა აქ სიცოცხლე და ბევრი ფუნქციები დაკარგა კინოკავშირმა. ამის მიზეზი ისიც არის, რომ მთავრობები იცვლებოდა, ახალ რელსებზე გადასვლა ყველას უჭირს. ძალიან რთული პროცესები გაიარა ამ კავშირმა. მოვედი იმიტომ რომ, გამოცოცხლდეს ჩვენი კავშრი, აბა, კაბინეტში დასაჯდომად არ მოვსულვარ.

– კონკრეტული გეგმები გაქვთ?

– რა თქმა უნდა, გეგმები მაქვს. კავშირი არის გარანტია იმის, რომ 350-ზე მეტ წევრს პროფესიული და სოციალური ნიშნით დაეხმარო. არ არის გამორიცხული კინოაკადემიადაც გადაკეთდეს, აუცილებლად უნდა მოხდეს დიდი დარბაზის რეაბილიტაცია და ჩატარდეს კინოსთან დაკავშირებული ღონისძიებები, ყველას უნდა მოუნდეს აქ ყოფნა, გვინდა ჩავატაროთ მასტერკლასები, დისკუსიები, პრეზენტაციები, სიცოცხლე უნდა ჩქეფდეს.

ეს ადგილი ყველას სახლი უნდა იყო, შესაკრები ადგილი კინემატოგარფისტებმა დაკარგეს, ვეღარ იკრიბებიან, აღარ ტარდება შეხვედრები. გვსურს ეს პროცესები გამოვაფხიზლოთ.”