21 იანვარი, 2020

ვახო სანაია საავადმყოფოში გადაიყვანეს

ვახო სანაია საავადმყოფოში გადაიყვანესჟურნალისტი ვახო სანაია საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ამის მიზეზი მისი ჯანმრთელობის პრობლემები გახდა. ტელეწამყვანი თავს შეუძლოდ გრძნობდა, თუმცა სამსახურში გადაცემის წასაყვანად მაინც მივიდა.

“ტევე პირველში” მისული ჟურნალისტი კიდევ უფრო ცუდად გახდა და სასწრაფო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო. ექიმებმა ტელეწამყვანი საავადმყოფოში გადაიყვანეს.