20 იანვარი, 2020

თენგიზ ჩანტლაძის საყურადღებო ჩანაწერი

თენგიზ ჩანტლაძის საყურადღებო ჩანაწერიმსახიობ თენგიზ ჩანტლაძის ცხოვრება მინიატურების ჯადოსნურ სამყაროსთან იყო დაკავშირებული.

ნიჭიერმა ხელოვანმა ყველასთვის ცნობილ ლექსს “ყაყაჩოსა სიწითლითა” ორიგინალური გაგრძელება მოუძებნა და ქართველების რეალობას მოარგო:

“ყაყაჩოსა სიწითლითა
ყანა დაუმშვენებია,
მიხაკი რომ დაუნახავს
გზაზე გაუჩერებია…
– რა ხანია შენ დაგეძებ,
თუ კაცი ხარ ერთი ბრძანე,
ბაღნარიდან თვითონ წადი
თუ პანღურით მიგაბრძანეს?
– დაჩაგრული კაცის ბედი,
რომ გაწუხებს კარგი კია,
მაგრამ ისე მეკითხები
თითქოს არა გაგიგია,
პანღურით რომ გამაძევეთ,
შენ გგონია დამავიწყდა?..
წავედი და მადლობა ღმერთს
ინტრიგები ცოტა მიწყდა,
ხო და ახლა რუსეთში ვარ,
მტრებს გულებზე ეკალს ვასობ,
რაც ვიყავი ის ვარ, ოღონდ
ერთი ღერი თუმნად ვფასობ.
– ეს რა მესმის? მადლობა ღმერთს,
მოვესწარით ასეთ ბოლოს,
რომ დაფასდა შენი ნიჭი
და კეთილმა სძლია ბოროტს.
ყველას უნდა გვაპატიო,
გულში ცუდი არ გვდებია,
საქართველოს ფარგლებს გარეთ,
ეს რა ფასი დასდებია?..
…..
კაციც ბევრჯერ ყვავილივით,
მოგვითხრია, გაგვიგდია,
მერე როცა სხვის მიწაზე
მისი ქება გაგვიგია,
ურცხვად გვითქვამს:
– ჩვენ გავზარდეთ!
რა კაცია! რა ბიჭია!”