26 იანვარი, 2020

“თ” თუ “დ” – ვიმეტყველოთ სწორად!

"თ" თუ "დ" - ვიმეტყველოთ სწორად!“თ” თუ “დ” – ბოლო დროს საუბრისას თუ წერისას შეცდომით ვაბოლოვებთ სიტყვებს, რაც ამახინჯებს ჩვენს მშობლიურ ენას.

“არტ ინფო” გთავაზობთ იმ სიტყვების სწორ ფორმებს, რომლებსაც ვამახინჯებთ:

შეცდომაა – სწორია

იფიქრედ – იფიქრეთ
ქართულათ – ქართულად
ვისაუბროდ – ვისაუბროთ
პირველათ – პირველად
უკაცრავათ – უკაცრავად
აშკარათ – აშკარად
ნება მიბოძედ – ნება მიბოძეთ
ფრთხილათ – ფრთხილად
ცუდათ – ცუდად
კარგათ – კარგად
ბედნიერათ – ბედნიერად
ტკბილათ – ტკბილად
მწარეთ – მწარედ
მშვიდათ – მშვიდად
ალბად – ალბათ
წინად – წინათ
მძიმეთ – მძიმედ
ხანგრძლივათ – ხანგრძლივად
ხანმოკლეთ – ხანმოკლედ
შეურაცხყოფილათ – შეცურაცხყოფილად
უნებლიეთ – უნებლიედ
უცბათ – უცბად
სწორათ – სწორად
სწორეთ – სწორედ
ჩუმათ – ჩუმად
ვნახოდ – ვნახოთ
საბედნიეროთ – საბედნიეროდ
საუბედუროთ – საუბედუროდ
სამწუხაროთ – სამწუხაროდ
მეტისმეტათ – მეტისმეტად
ჯგუფათ – ჯგუფად
ნებართვიდ – ნებართვით
ეგრედ წოდებული – ეგრეთ წოდებული
ზემოდ – ზემოთ
ქვემოდ – ქვემოთ
აქედ – აქეთ
იქიდ – იქით
შიგნიდ – შიგნით
გარედ – გარეთ
წინად – წინათ
მსუბუქათ – მსუბუქად
ზომიერათ – ზომიერად
მოზომილათ – მოზომილად
წვიმათ – წვიმად
მოულოდნელათ – მოულოდნელად
უეცრათ – უეცრად
სწრაფათ – სწრაფად
სამაგიეროთ – სამაგიეროდ
მომისმინედ – მომისმინეთ
ვიყოდ – ვიყოთ
სუფთათ – სუფთად
ლამაზათ – ლამაზად
მომწერედ – მომწერეთ