29 იანვარი, 2020

ტერენტი გრანელის და შალვა დადიანის ისტორია

ტერენტი გრანელის და შალვა დადიანის ისტორიაპოეტი ტერენტი გრანელი მწერლისა და დრამატურგის შალვა დადიანის ძმისშვილს ნინო დადიანს ეტრფოდა. უკიდურესად გაჭირვებული და ღარიბი პოეტი ულამაზეს ნინოზე მხოლოდ ოცნებობდა.

მაშინ, როდესაც ქართველი მწერლები და პოეტები ელეგანტურად ჩაცმულები სეირნობდნენ ქუჩებში, ტერენტი დახეული ფეხსაცმელებითა და გაცრეცილი ტანსამცლით დადიოდა.

ზამთრის ერთ საღამოს შალვა დადიანი ქუჩაში შეხვდა ტერენტი გრანელს და უთხრა: – ,,ჩაიცვი, ყმაწვილო, ჩაიცვი!”

შალვას ტერენტიმ ლექსით უპასუხა:

“ბატონო შალვა! არამც თუ კაცმა,
ბავშმაც კი იცის ჭამა და ჩაცმა,
შენ სიღარიბეს არ იცნობ ალბათ,
რომელიც არის პატარა ჯვარცმა!”