14 იანვარი, 2020

“სუხიშვილები”, ნუ იპარავთ სირცხვილია!

"სუხიშვილები", ნუ იპარავთ სირცხვილია!ანსამბლი “სუხიშვილები” ათეული წლებია ქართულ ცეკვას მსოფლიოში უწევს პოპულარიზაციას. ისინი ძველ, კლასიკურ ცეკვებს ახალ საცეკვაო ნომრებსაც ამატებენ და თანამედროვეობას უწყობენ ფეხს.

ამის დასტურია “ცეკვავენ ვარსკვლავების” ფინალში წარმოდგენილი მურო გაგოშიძისა და ცეკვის აკადემია სუხიშვილების მოდერნის ჯგუფის მიერ შესრულებული ცეკვა, რომელმაც საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა.

მათ ახალ ქორეოგრაფიას და კოტიუმებს კი ქორეოგრაფმა დავით ფოცხიშვილმა მოპარული ეწოდა:

“ბიჭო, ნუ იპარავთ ამ კოსტუმებს და პლასტიკას სირცხვილია “სუხიშვილები” ხართ! მოიგონეთ რამე თქვენი არ შეგიძლიათ? ასე არ შეიძლება, ძმებო და დებო! ასეთი დეფიციტი გაქვთ ფანტაზიის? მოგეწონათ ჩემი “აფხაზური” ცეკვის კოსტუმების დიზაინი, ფერები და ჩვენი ახალი ცეკვა “ნოსტალგიის” მოხეური სტილისტიკა? სირცხვილია არ შეიძლება ასე არა! ამ ცეკვის პლასტიკა არის ცაცქურას დადგმებიდან და გამოაცხადეთ, ტეხავს, კაცმა ფაქტიურად სუხიშვილებს უფასოდ აჩუქა ახალი სამთიულურო მიმართულება…

არ შეიძლება ასე არა! სახელმწიფო ბიუჯეტით ნუ ებრძვით ადამიანებს, რომლებსაც არა აქვთ ბიუჯეტი და ქმნიან ქორეოგრაფიაში ამინდს… მერე ყველაფერი თქვენ გბარლდებათ და ეს თქვენი “კერპთაყვანისცემელი” საზოგადოებაც კვერებს გიკრავთ იმიტომ, რომ მასმედიიდან დაწყებული ყველაფერი თქვენს პიარზეა მორგებული…

დაინტერესდა სახელმწიფოს კულტურული ღონისძიებების რომელიმე ოთახი თუ დეპარტამენტი ნიჭიერი ქორეოგრაფებით და საერთოდ ახალი სახეებით? ახალი წელია, 26 მაისია თუ რომელიმე სხვა დღესასწაული, ყველგან სახელმწიფო ხელს გიწყობთ გაბრენდებაში და მონოპოლიაში…

ჩვენ რომ შევედით სამინისტროში და ვთხოვეთ ბიუჯეტი, ასე გვითხრეს სახელმწიფო ანსამბლი როდესმე თუ არ იყავით, ვერ ჩაგსვავთ ბიუჯეტშიო… რატო? 40 წელი გავიდა, რაც მსოფლიოს ქორეოგრაფიულ ბაზარზე ვზივართ… აზრზე მოდით როგორ ბნელა და როგორი განუკითხაობაა!

აი, იმიტომ მოვუწოდებ მე ყველა ხელოვანს დატოვონ საქართველო და სხვაგან შექმნან ის, რაც გულში უდევთ და იქ უეჭველი მოიპოვებენ სამართალს! შეიძლება ასეთ სახელმწიფოში ცხოვრება, სადაც მხოლოდ ერთი ცეკვავს, ერთი მღერის და ერთს შეუძლია უყვარდეს…

ვისაც ვინმესი შურდეს, იმის დედას შევე.ი! უბრალოდ ეს ტეხავს რაც ხდება. ჩვენ არ გვშურს არავისი! დიდი პატივისცემით ყველასთან საწყენად არ ვწერ. მიეცით ადამიანებს საშუალება გამოიჩინონ თავი თავისი ხელოვნებით, ერთხელ დავიბადეთ ერთხელ!

ამოიღეთ ქორეოგრაფებმა ხმა მთელი ცხოვრება რომ დუმხართ და სხვის განაჩენს ელოდებით! რამოდენიმე ქორეოგრაფი არ კმარა… იმიტომ ვერ იღებთ ხმას, რომ “ქურდის ქურდი ცხონდაო”.. აი, მაგ პრინციპით მუშაობთ თქვენც და სიჩუმეს ამჯობინებთ, გეშინიათ მერე არ მოგედაონ – ჩვენ გვლანძღავთ და თან გვპარავთო… იმიტომ მოგცეს უფლება მოგეპარათ მოპარული… აი, ეგ არის სიმართლე.

მეცინება, მაგრამ მაინც დავწერ: უნდა გაძლიერდეს ქორეოგრაფიული უნივერსიტეტი და კიდევ უფრო ღრმა განათლება მისცეს ახალგაზრდა ქორეოგრაფებს, რომ გაარჩიონ შავი და თეთრი… ყველაფერი გაუნათლებლობის და სიბნელის ბრალია რაც ხდება დღეს საქართველოში.”