7 იანვარი, 2020

შობის ყველაზე ორიგინალური მილოცვა

შობის ყველაზე ორიგინალური მილოცვაშობის დღესასწაულს მორწმუნეები ყველაზე მეტად ელოდებიან.
პოეტი ნიკა ჩერქეზიშვილი ამ უდიდეს საუფლო დღესასწაულს მორწმუნეებს ორიგინალურად ულოცავს:

“შობას გილოცავთ!

ყველას,
ვისაც გინდათ, რამე თქვათ და სიტყვებს ვერ პოულობთ…
ვინც, თვითონ დაკარგული, ღმერთს ეძებთ…
ვინც მარტო ხართ და აღარ შეგიძლიათ ეს მარტოობა…
ვინც გრძნობთ, რომ მხოლოდ სიკეთე გემეტებათ ადამიანებისთვის…
ვინც პირველივე განსაცდელისას სხვის ზურგს არ ეფარებით…
ვისაც სულ პატარა ადგილი მაინც მოგეპოვებათ დღევანდელი ღამისთვის გულში…
ვისაც თვალში ერთხელ მაინც ჩაგვარდნიათ ვარსკვლავი…
საქონლის ბაგაში რა უწმინდურობა იქნებოდა ისეთი, ჩვენი სულებისთვის უცხო, მაგრამ ჩვენნაირებისთვისაც იშვა და განკაცდა უფალი.
გვფარავდეს და გვწყალობდეს ქრისტეშობის მადლი…
გილოცავთ!”