19 იანვარი, 2020

საზეპირო ნინო რამიშვილისგან

საზეპირო ნინო რამიშვილისგანქართული ცეკვის ჯადოქარი ნინო რამიშვილი სიცოცხლის ბოლომდე საყვარელ საქმეს – ქართულ ცეკვას ემსახურებოდა.

თავდაუზოგავი შრომის შედეგია ის, რომ ჩვენს ფასდაუდებელ საგანძურს დღეს მთელი მსოფლიო იცნობს.

ნინო რამიშვილი: 

“თუკი რამე მეტყველებს ერის გენიაზე, ერთ-ერთი პირველი ქართული ცეკვა. ამიტომ ყოველ გასტროლზე თან დამყვება ფიქრი იმაზე, რომ ჩვენ, ჩვენი ხელოვნებით მთელს ქართველ ერს, მის ძირძველ მრავალსაუკუნოვან კულტურას წარმოვადგენთ. ეს სიამაყესაც გულისხმობს და უდიდეს პასუხისმგებლობასაც. ყოველი გასტროლი გამოცდაა, რომელთან შეჩვევა არ შეიძლება. ყოველ გასტროლზე ჩვენ თავდაპირველი მღელვარებით ვაბარებთ ამ გამოცდას, თითქოს საზღვარგარეთ პირველად გამოვდიოდეთ.

შეჩვევა არც შენი ხალხის სიყვარულთან შეიძლება. რაც უფრო მეტად უყვარხარ, სჯერა და გაფასებს, მით უფრო მეტს ელის, მოითხოვს კიდეც შენგან. ხალხის სიყვარული, უწინარეს ყოვლისა, მოვალეობაა და ბედნიერები ვართ, რომ ამ მოვალეობას პირნათლად ვასრულებთ.”