22 იანვარი, 2020

სასიამოვნო სიახლე ნიკო გომელაურის გულშემატკივრებს

სასიამოვნო სიახლე ნიკო გომელაურის გულშემატკივრებსმსახიობისა და პოეტის ნიკო გომელაურის გულშემატკივრებისთვის სასიამოვნო სიახლეა.

მისმა მეუღლემ ნინა ჩოდრიშვილმა მკითხველის მოთხოვნა დააკმაყოფილა და ნიკოს ლექსების კრებული “ოცნებები მცნებებივით ირღვევიან” დაბეჭდა:

“როგორც იქნა მოვახერხე ნიკოს წიგნის “ოცნებები მცნებებივით ირღვევიან” დაბეჭდვა და შევიტანე “ბიბლუსის” ქსელში.

ძალიან ვამაყობ ამ ჩემი მოხერხებით, რადგან დოლარის კურსის აპოთეოზის გამო, წიგნის დაბეჭდვა უზომოდ ძვირი გახდა.

ნიკომ მთხოვა “წიგნი არ გააძვირო”. ვასრულებ მის დანაბარებს, ოღონდ დიდი პაუზებით, რისთვისაც გიხდით ბოდიშს. მადლობა, რომ არ მასვენებთ და ითხოვთ წიგნს დროულად.”