ყველაზე დიდი ტრაგედია საქართველოსთვის

ყველაზე დიდი ტრაგედია საქართველოსთვისდღეს ყველაზე დიდი ტრაგედია საქართველოსთვის მსახიობ ზურა პირველის აზრით მარტო შიმშილი, სიღარიბე და შეურაცხყოფა არ არის:

“ჩემი აზრით, დღეს საქართველოსთვის ყველაზე დიდი ტრაგედია ესაა:

ჩვეულებრივი ადამიანები იყვნენ: გურამ რჩეულიშვილი, ინოლა გურგულია, რეზო თაბუკაშვილი, რამაზ ჩხიკვაძე, გიორგი ცაბაძე, ბიძინა კვერნაძე, ანა კალანდაძე, ჯანსუღ კახიძე, ოთარ ჭილაძე და კიდევ ბევრი…

დღეს საქართველოში ისეთი გარემოა, შეიძლება მანამდე მოგაკვლევინონ თავი, სანამ მიხვდები, რომ გურამ რჩეულიშვილი ხარ… შეიძლება ისეთ პირობებში მოგიხდეს ცხოვრება, რომ მუსიკისთვის ვერ მოიცალო და ვერც მიხვდე, რომ ინოლა გურგულია ხარ…

საქართველოში დღეს ხელსაყრელი პირობებია მხოლოდ მათთვის, ვინც თავის თავში ბერიას, მახარაძეს, ივანიშვილს, სააკაშვილს ეძებს!

მარტო შიმშილი, სიღარიბე, შეურაცხყოფა და დღევანდელი პრობლემები კი არაა, მომავლის პრობლემაა კიდევ უარესი: ლაღიძეებს, ცაბაძეებს, ჭილაძეებს ვკარგავთ!”