პაოლო კოელიოს და კობი ბრაიანტის ერთობლივი წიგნი

პაოლო კოელიოს და კობი ბრაიანტის ერთობლივი წიგნიბრაზილიელი მწერალი პაოლო კოელიო და ლეგენდარული კალათბურთელი კობი ბრაიანტი ერთობლივ საბავშვო წიგნზე მუშაობდნენ. კალათბურთელის ტრაგიკული გარდაცვალების შემდეგ, მწერალმა გადაწყვიტა, წიგნი აღარ გამოსცეს.

ერთობლივ წიგნზე მუშაობა მწერალმა და კალათბურთელმა გასული წლის აგვისტოში დაიწყეს. კობის სურდა, რომ ეს წიგნი რაც შეიძლება მეტ ბავშვს წაეკითხა, საკუთარი შესაძლებლობების ერწმუნა და დაეჯერებინა, რომ სპორტის საშუალებით ნებისმიერი სირთულეების გადალახვაა შესაძლებელი.

– კობი ბრაიანტი არა მარტო უმაგრესი კალათბურთელი, არამედ საოცარი ადამიანი იყო. მისგან ბევრი რამ ვისწავლე. კობის გარდაცვალების შემდეგ, ამ წიგნმა აზრი დაკარგა, – განაცხადა მწერალმა.