პანტომიმის თეატრი დიდი საფრთხის წინაშეა

პანტომიმის თეატრი დიდი საფრთხის წინაშეაშალიკაშვილის პანტომიმის თეატრი დიდი საფრთხის წინაშე დგას.

2015 წელს თეატრს სტუმრობდა “მსოფლიო მიმების ორგანიზაცია”. ორგანიზაციის წევრებმა გადაწყვიტეს, რომ თბილისში უნდა გახსნილიყო საერთაშორისო პლასტიკის ცენტრი.

თეატრმა დადო 5 წლიანი ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც ამ პერიოდში უნდა დაწყებულიყო შალიკაშვილის პანტომიმის თეატრისა და პლასტიკის ცენტრის მშენებლობა.

სხვადასხვა მიზეზების გამო, ჯერ ვერ მოხერხდა პროექტისთვის ტერიტორიის გადმოცემა. დრო ძალიან ცოტა დარჩა.

იმ შემთხვევაში, თუ თეატრმა ტერიტორია მაინც არ მიიღო და არ წარადგინა მიმების ორგანიზაციაში, საერთაშორისო პლასტიკის ცენტრის ლიცენზიას დაკარგვა ემუქრება.