21 იანვარი, 2020

ოქროს ხოჭო ლევან გელბახიანს

ოქროს ხოჭო ლევან გელბახიანსმსახიობ ლევან გელბახიანს შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში ოქროს ხოჭო გადასცეს. მან ჯილდო ქართულ-შვედურ მხატვრულ ფილმში “და ჩვენ ვიცეკვეთ” მთავარი როლის საუკეთესო შესრულებისთვის მიიღო.

პრიზი ქართველ მსახიობს შვედეთის ეროვნული კინოდაჯილდოვების რიგით 55-ე ცერემონიაზე Guldbaggegalan 2020 მიენიჭა.

“და ჩვენ ვიცეკვეთ” შვიდ ნომინაციაში იყო წარდგენილი და ოთხ ნომინაციაში გაიმარჯვა – საუკეთესო მამაკაცი მსახიობი, საუკეთესო ფილმი, საუკეთესო სცენარი და საუკეთესო კინემატოგრაფია.